სასტუმროს ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო კომპლექსი კრუიზი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ
სასტუმრო კომპლექსი "კრუიზი" აცხადებს სასტუმროს ადმინისტრატორის ვაკანსიას.

მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და განთავსება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული პროგრამების განახლება და მონიტორინგი;
** სასტუმროს სერვისის მუდმივი კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სწორი კოორდინირება.

მოთხოვნები:

** გოგონა 18-დან 30 წლამდე;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა; (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის ზოგადი ცოდნა;
** სტუმრის კომფორტზე და სერვისის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** შენიშვნების მიღების და გათვალისწინების უნარი;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** განათლება ტურიზმის სფეროში ჩაითვლება უპირატესად.

სამუშაო განრიგი: ოთხ დღეში ერთხელ 24 საათი.
სასტუმრო უზრუნველყოფს 2-ჯერად კვებას.
ანაზღაურება: ფიქსირებული და პრემიები.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hotel.vacancies@ymail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე