პროექტების უფროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტების უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 22 თებ
შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას უფროსი პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიერ განსახორციელებელი მსხვილი და საშუალო პროექტების პირველადი მონახაზების მომზადება;
** ურთიერთობა გარე საპროექტო პროვაიდერებთან მაღალი ხარისხის კომპლექსური პროექტების შემუშავების მიზნით;
** შუამავალი რგოლის ფუნქციის შესრულება პროექტის დამკვეთსა და მომწოდებელს შორის;
** პროექტის შესრულებისთვის ოპტიმალური მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების განსაზღვრა;
** პროექტირების სრული ციკლის მართვა: დაგეგმვა, მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი და შეფასება;
** პროექტებისა შესრულების გრაფიკების კონტროლი და დადგენილ ვადებში დასრულების უზრუნველყოფა;
** პროექტების ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისად შესრულების უზრუნველყოფა;
** საპროექტო და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მართვა და დაარქივება;
** პერიოდული ანგარიშგების მომზადება პროექტის მიმდინარეობის და შესრულების დადგენილ ვადებთან შესაბამისობის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია წყალმომარაგება-წყალარინების, სამშენებლო ან პროექტების მართვის სპეციალობით;
** არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით;
** პროექტირებისა და მშენებლობის პირნციპების ცოდნა;
** წყალმომარაგება-წყალარინების ნორმების, წესებისა და სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პროექტირების სტანდარტებისა და საპროექტო ნორმების ცოდნა
** საოფისე პროგრამებთან, განსაკუთრებით MS Excel-ში მუშაობის გამოცდილება; MS Project-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა, დელეგირების და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების ჩატარების უნარი;
** არგუმენტირების და დარწმუნების უნარი;
** სამუშაოების დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2019 წლის 22 თებერვლისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე