მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: ბრიკორამა
გამოქვეყნდა: 6 თებ / ბოლო ვადა: 6 მარ
"ბრიკორამა" - ფრანგული სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტი,45 წლიანი გამოცდილების ფრანგული ბრენდი უკვე საქართველოშია. `ბრიკორამა" არის DIY (#აკეთე შენით) კონცეფციის სითი ფორმატის ჰიპერმარკეტი, რაც განსაკუთრებულად უმარტივებს მომხმარებელს აშენების, რემონტის, სახლისა და ეზოს მოწყობის პროცესს. ჰიპერმარკეტ "ბრიკორამა"-ში 45 000 სხვადასხვა პროდუქტია წარმოდგენილი, რომლის 80%-ს იმპორტირებული საქონელი წარმოადგენს. საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, სადაც "ბრიკორამა" დამკვიდრდა.

"ბრიკორამა" გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება წესების სრული დაცვით;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მოლარე- ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** Apex - პროგრამის ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

თუ თვლით რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს და გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კამპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე Administration@bricoramacaucasus.com და გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე