.Net დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: .Net დეველოპერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 5 თებ / ბოლო ვადა: 28 თებ
"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას .Net დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** "კრედო ბანკისთვის" პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა ASP.NET, C# JavaScript, jQuery, ASP.NET Web API, MS SQL Server, CSS და HTML ტექნოლოგიების გამოყენებით
** ბიზნეს ანალიტიკოსებთან და არქიტექტორებთან კოორდინირებით მუშაობა
** მონაცემების შეგროვება, ინფორმაციის მოკვლევა, ტექნოლოგიური გადაწყვეტის შეთავაზება და განხორციელება შეთანხმებულ დროში.
** მაღალი ხარისხის კოდის წერა.

მოთხოვნები:

** აუცილებელია ვებ დეველოპმენტში ოთხწლიანი გამოცდილება C#, ASP.NET, ASP.NET MVC, Microsoft Web API, JavaScript, JQuery, HTML, CSS; ტექნოლოგიებთან
** სასურველია 2 წლიანი გამოცდილება მონაცემთა ბაზებთან MS SQL-ის გამოყენებით;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე სამუშაო სივრცეს
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** დინამიურ სამუშაო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტს;
** პროფესიულ ტრენინგებს
** კონკურენტულ ანაზღაურებას.

ჩვენს შესახებ:

სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ჩვენს ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს. "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV სათაურით ".Net დეველოპერი", ელფოსტაზე: CV@credo.ge 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე