გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Smart Web
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 15 მარ
ციფრული სააგენტო "Smart Web" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტ(ებ)ის შეთავაზება/გაყიდვა;
** მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების და პრეზენტაციების დაგეგმვა;
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება მარკეტინგის და მენეჯმენტის განხრით (სავალდებულოა);
** ციფრულ ინდუსტრიაში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სავალდებულოა);
** უცხო ენების ცოდნა (რუსული და ინგლისური);
** საოფისე პროგრამების ცოდნა, PowerPoint (აუცილებელია);

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV და ფოტო ელ-ფოსტაზე: sales@smartweb.ge 2019 წლის 15 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი კომპანიის შესახებ ინფო იხილეთ აქ: https://smartweb.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე