.Net Full Stack პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: .Net Full Stack პროგრამისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 270-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. 

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად!

სს "ოპპა"  აცხადებს ვაკანსიას  .Net Full Stack პროგრამისტის   პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი:  თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კომპანიის შიდა და გარე პროექტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, განვითარება, დანერგვა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბექ-ენდ დეველოპმენტში
** Asp .Net C#-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** WCF Services-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** Web დეველოპმენტის ცოდნა
** IIS კონფიგურაციის ცოდნა
** დიდ მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება
** ORACLE-ს ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე