წარმოების ინჟინერ-ტექნოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: წარმოების ინჟინერ-ტექნოლოგი
მომწოდებელი: The Stream
გამოქვეყნდა: 11 იან / განახლდა: 15 იან / ბოლო ვადა: 15 თებ
კომპანია "Atlantic Georgia" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ინჟინერ-ტექნოლოგის პოზიციაზე.

"Atlantic Georgia", საერთაშორისო კომპანია "Group Atlantic"-ში შემავალი კომპანიაა, რომლის ქალაქ ქუთაისში მდებარე ქარხანა აწარმოებს წყლის გამაცხელებელ ავზებს. კომპანია განიხილავს, როგორც ქუთაისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრები სპეციალისტების კანდიდატურებს, რომელთაც აქვთ მზაობა იმუშაონ ქუთაისში.

პირობები:

** სამუშაოს განაკვეთი: სრული განაკვეთი
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** სოციალური პაკეტი: დაზღვევა, კვება.
** შესაძლო მივლინებები და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები საზღვარგარეთ

ინჟინერ-ტექნოლოგის ძირითადი ამოცანებია:

** მანქანა-დანადგარების ეფქტურ ფუნქციონირებაზე და წარმოების პროცესის ოტიმიზაციაზე ზრუნვა;
** სხვადასხვა სახის შეფერხებების და წუნის მიზეზების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის საინჟინრო გზების მოძიება;
** წარმოების სხვადასხვა მაჩვენებლების (წუნი, ჯართი, ნედლეულის დაზოგვა) კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** საინჟინრო განათლება (ინდუსტრიული მიმართულებებით, როგორებიცაა მანქანათმშენებლობა, მექანიკური ინჟინერია და ა.შ.)
** საწარმოო გარემოს და წარმოების პროცესის მიმართ ინტერესი
** ინდუსტიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ტექნიკური ინგლისურის ცოდნა

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 2019 წლის 15 თებერვლისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია "Stream"-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე