ხაზინის და ტრანზაქციების მართვის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხაზინის და ტრანზაქციების მართვის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 11 იან / განახლდა: 11 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
სს "ოპპა" (ყოფილი "სს ნოვა ტექნოლოჯი") საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 6500-ზე მეტ გადახდის წერტილს ფლობს.კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდათ ერთად.

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ხაზინის და ტრანზაქციების მართვის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რეგიონების მიხედვით გაინკასირებული ტერმინალების აღრიცხვა
** ინკასირებული და რეალური თანხების ანალიზი
** ქოლ-ცენტრში დაფიქსირებულ პრობლემებზე დასკვნების დადება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება -ეკონომიკური, საბანკო საქმე, ფინანასები ან ბიზნეს ადმინისტრირება
** სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** MS Office ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

უნარები:

** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს ორგანიზება;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე