მოლარე-ექსპერტ შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-ექსპერტ შემფასებელი
მომწოდებელი: გოა კრედიტი
გამოქვეყნდა: 11 იან / განახლდა: 16 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე .ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია მრავალფეროვანი ფინანსური პროდუქტით: ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით, ავტო, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხებით.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ექსპერტ შემფასებლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი (სამ დღეში ერთხელ)
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 600 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება
** სალომბარდე სესხის გაცემა
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება
** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების გაწევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** ამ სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ძვირფასი ლითონების შეფასების სერთიფიკატი
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა
** პუნქტუალურობა
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

კანდიდატთა შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@goacredit.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე (+995 595) 00 73 17. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე