მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: FSTA Rent Car
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
კომპანია "FSTA Rent Car" წარმოადგენს კომპანიას ავტომობილების გაქირავების სერვისით, საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ. "FSTA Rent Car" 2013 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს საერთაშორისო ბაზარზე და ტურისტებს სთავაზობს მომსახურების მაღალ ხარისხს. მის მფლობელობაშია 8 ავტომობილი და სასტუმრო. "FSTA Rent Car"-ის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების გაქირავება (სურვილის შემთხვევაში, მძღოლის მომსახურებით), ტურების დაგეგმვა და განხორციელება, ასევე ტურისტების მომსახურება კომპანიის სასტუმროს სერვისით.

ცხადდება ვაკანსია მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროცესების ზედამხედველობა;
** სტატისტიკური მონაცემების წარმოება თვის ჭრილში და დირექტორისთვის მოწოდება.
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და სერვისით უზრუნველყოფა, სერვის ცენტრებში;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია
** კომპანიის ვებ გვერდის და სოციალური მედიის ზედამხედველობა, ავტომობილის ჯავშნების მიღება, სმს-ზე დროული რეაგირება და თანხების დროული ჩარიცხვის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლების სურვილის შესაბამისად, ტურების დაგეგმვა და კომპანიის ბიუჯეტის კონტროლი;
** კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა სასტუმროებთან, სააგენტოებთან და სხვა ავტომობილების გაქირავების კომპანიებთან;
** მომხმარებლისთვის შეთავაზებული მომსახურების ხარისხი კონტროლი;
** მომხმარებლისთვის ავტომობილის მიწოდება, ხელშეკრულების გაფორმება და ინსტრუქტაჟის ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 2 წლიანი.
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა (წერა და საუბარი);
** Microsoft პროგრამების მაღალ  დონეზე ცოდნა.
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.

სასურველი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** მოტივაციის მაღალი დონე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დისტანციური სამუშაო გარემო.
სამუშაო განრიგი: არასრული სამუშაო გრაფიკი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელექტრონულ მისამართზე: fstarentcar@gmail.com

განიხილება მხოლოდ მოთხოვნების შესაბამისი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე