ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 24 იან
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი"  აცხადებს   ვაკანსიას ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტის   პოზიციაზე  თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, მეგალაბი.
სამუშაო გრაფიკი:  8  საათიანი  ან  24 საათიანი  სამუშაო გრაფიკი.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკაში მოქმედი გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
** ზოგად-კლინიკური,  ბიოქიმიური და კოაგულოლოგიური ლაბორატორიული კვლევების განხორციელება;
** ლაბორატორიული კვლევების შესაბამისად საანალიზო მასალის აღების, დამზადების და შენახვა-ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა სერთიფიკატი  ლაბორატორიულ მედიცინაში;
** პრიორიტეტულია აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24   იანვარი, 2019    

დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@evex.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი"   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს

"სამედიცინო კორპორაცია ევექსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე; ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე