ადმინისტრატორი, საუზმის მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრატორი, საუზმის მზარეული
მომწოდებელი: Tiflis Opera
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 30 იან
"Tiflis Opera" არის ახალი პრემიუმ კლასის აპარტოტელი, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე 2019 წლის თებერვალში გაიხსნება.

"Tiflis Opera" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ადმინისტრატორი

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 18:00-09:00
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ
ანაზღაურება - 400 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაოს დაწყების თარიღი- 01.02.2019

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 22-40 წელი
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Word, MS Excel);
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (B1- Upper intermediate) ;
** თავაზიანობა, ყურადღებიანობა, კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს ოპტიმალური დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება სასტუმროს მართვის მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** Booking-ზე, Expedia-ზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების რეგისტრაციის  პროცედურების განხორციელება;
** სტუმრების გაწერის  პროცედურების განხორციელება;
** ნაღდი და ბარათით ანგარიშსწორების  უზრუნველყოფა;
** სტუმრებისთვის Room Service მომსახურების გაწევა;
** სტუმრების მიერ რეგისტრაციისას შევსებული ინფორმაციის პროგრამაში ასახვა;
** სტუმრების ინფორმირება სასტუმროსა და მისი სერვისების შესახებ;
** სტუმრების პრეტენზიებისა და რჩევების გათვალისწინება და სწრაფი რეაგირება;
** სასტუმროში უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგი;
** სასტუმროს მიერ დადგენილი სტანდარტების ზედმიწევნით გათვალისწინება;
** სასტუმროში არსებული ტექნიკის გამართულად მუშაობის მონიტორნიგი;
** ინვენტარიზაცია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე, ადმინისტრატორის სამუშაო მრავალფეროვანია, შესაბამისად, მის მიერ შესასრულებელი სამუშაოები არ შემოიფარგლება ზემოთ მოცემული ჩამონათვალით.

2. საუზმის მზარეული

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
სამუშაო საათები: 07:00-12:00
სამუშაო გრაფიკი: შეკვეთების მოცულობიდან გამომდინარე
ანაზღაურება - 400 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაოს დაწყების თარიღი- 01.02.2019

ძირითადი უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების დადგენილი რეცეპტების შესაბამისად მომზადება;
** სამზარეულოს მოწესრიგება/დასუფთავება;
** საჭირო პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი;
** საკვების დახარისხება, შენახვა და ვარგისიანობის/ვადის აღმნიშვნელი სტიკერების დატანის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს ინსტრუმენტების მოხმარების პროცედურების დაცვა;
** სამზარეულოს ტექნიკის მოხმარების პროცედურების დაცვა;
** კერძის მომზადებისას ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** თითოეული კერძის ხარისხი, რაოდენობის, პრეზენტაბელურობის, სწორი ტემპერატურისა და შეკვეთასთან შესაბამისობის  შემოწმება და კონტროლი სამზარეულოდან გატანამდე;
** აპარტოტელის მიერ დადგენილი კვების უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინება;
** სამზარეულოს ინვენტარიზაცია;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2019 წლის 30 იანვრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@tiflisopera.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან,

გისურვებთ წარმატებას,

"Tiflis Opera"-ს გუნდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე