ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლაბორანტი
მომწოდებელი: PepsiСo
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 25 იან
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას. 

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს ლაბორანტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი:  თბილისი (ფონიჭალა)

რა უნდა გავაკეთო? 

** ახორციელებს ნიმუშების აღებას, ამზადებს ნიმუშებს რძეზე და რძის პროდუქტებზე კვლევის საწარმოებლად
** ახორციელებს რძის და რძის პროდუქტების ხარისხის ფიზიკო-ქიმიურ ანალიზს დადგენილი კვლევის მეთოდებისა და ტექნოლოგიურ პროცესებზე არსებული ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად.
** ატყობინებს ხარისხის ცენტრის ხელმძღვანელს საკონტროლო მაჩვენებლების ნებისმიერ გადახრაზე.
** ახორციელებს აღჭურვილობის გასარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების კონცენტრაციის კონტროლს.
** ამოწმებს სამუშაოდ გასამზადებელი აღჭურვილობის რეცხვის ხარისხს.    
** უზრუნველყოფს ლაბორატორიის ჭურჭლის რეცხვას კვლევების ჩატარების შემდგომ და ამზადებს მას მომდევნო სამუშაოსთვის.
** აწარმოებს დეტალურ ლაბორატორიული ჟურნალს და სხვა დოკუმენტებს რძეზე და რძის პროდუქტებზე, და ხსნარებზე ჩატარებული ანალიზების შედეგების დასარეგისტრირებლად.

რა უნარები და გამოცდილება მჭირდება?

** პროფესიული/ უმაღლესი განათლება (რძის ტექნოლოგიის, კვების პროდუქტების წარმოების  მიმართულებით)
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება იგივე თანამდებობაზე, სასურველია საწარმოში
** სურსათის უვნებლობის AIB, GMP, HACCP, ISO 22 000 FSSC  სტანდარტების ცოდნა
** სასურველია უცხო ენების - რუსულისა და ინგლისურის ცოდნა
** გუნდში მუშაობის უნარი
** თვითგანვითარების, ინიციატივისა და სიახლეებისადმი სწრაფვა

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com არა უგვიანეს 25 იანვრისა, ვაკანტური პოზიციის მითითებით ელფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას  კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე  იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე