ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: კარგო ლოჯისტიკსი
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 10 თებ
საერთაშორისო გადამზიდი კომპანია  "კარგო ლოჯისტიკსი"   აცხადებს  ვაკანსიას  ლოჯისტიკის მენეჯერის   თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერა:

** პარტნიორ სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა,
** ახალი პარტნიორი სატრანსპორტო კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და ხანგრძლივ ვადიანი ურთიერთობების დამყარება,
** შემოსული შეკვეთების დამუშავება, დაგეგმვა/ორგანიზება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი,
** საქმიანობის შედეგზე ორიენტირება, ყოველდღიური  დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება ლოჯისტიკის სფეროში მინიმუმ 2 წელი,
** ინგლისური და რუსული  ენების მაღალ დონეზე  ცოდნა აუცილებელია (სასურველია თურქული ენის ცოდნაც),

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის კარგი უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** სამუშაოს დაგეგმვის და შესრულების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება:  800-1600 ლარი, გამოცდილებიდან გამომდინარე
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი,  სამუშაო დრო 10:00-18:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი      

დაინტერესებულ პირებს   გთხოვთ,  გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: info@cargologistics.ge

წერილის სათაურში (subject)  მიუთითეთ პოზიციის დასახელება:  ლოჯისტიკის მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე