აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 10 თებ
ა(ა)იპ "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობებზე (2 ასოცირებული პროფესორი და 1 ასისტენტ-პროფესორი);

მიმართულებები:

** ფსიქოლოგია (1 ასოცირებული და 1 ასისტენტ-პროფესორი)
** სოციოლოგია (1 ასოცირებული პროფესორი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორის თანამდებობისთვის:

** 3 წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხი შესაბამის დისციპლინაში.
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა
** უცხო ენის  ცოდნა

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობისთვის:

** 1 წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხი შესაბამის დისციპლინაში.
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა
** უცხო ენის  ცოდნა

კონკურსის ჩატარების ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:

** საბუთების მიღება 2019 წლის  11 - 12 თებერვალი;
** კანდიდატებთან გასაუბრება - 19 - 21 თებერვალი.

უნივერსიტეტი იტოვებს უფლებამოსილებას, "უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის" 35-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელოს ზემოთ მითითებული აკადემიური თანამდებობების დასაკავებელად კვალიფიციური პერსონალის შერჩევა პროფესიული ნიშნით, რომელთა კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

** ავტობიოგრაფია (CV)
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები
** საკონკურსო თანამდებობის/დარგისთვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

გთხოვთ, დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@gipa.ge

საკონტაქტო ტელეფონი: 599 17 67 17
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე