დამხმარე ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: კლიმატ სერვისი
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 31 იან
"კლიმატ სერვისი" 2010 წლიდან იურიდიულ პირებს სთავაზობს სრული ელექტრო-მექანიკური სისტემების (MEP) პროექტირებას, მონტაჟსა და კონსალტინგს. 2016 წელს კომპანიამ დაასრულა საწარმოს მშენებლობა, რომელიც მოდულური საქვაბე ოთახებისა და თუნუქის სამშენებლო მასალების წარმოებაზე სპეციალიზდება. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://cse.com.ge/

თანამდებობის დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მდებარეობა: თბილისი, გ. ჩიკვაიძის #3 (აეროპორტის მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 9:00-დან 18:00 საათამდე შაბათ-კვირის გარდა. შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

ბუღალტერი თამაშობს საკვანძო როლს კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების სწორად აღრიცხვის, პროექტების ბიუჯეტების სწორად მართვის, ფორმა #2-ების მომზადება-დამუშავების, მასალების მიმოქცევისა და ბუღალტერიასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგებულობის უზრუნველყოფაში. მჭიდროდ თანამშრომლობს შესყიდვების, საწყობის, მომარაგებისა და პროექტების მენეჯერებთან.

მოვალეობები:

** პროგრამაში ყოველდღიური ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება, პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, როგორებიცაა ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტები;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების შესრულება: შემოსავლებისა და ხარჯების პროექტების მიხედვით გადანაწილება, სალაროს კონტროლი, საწარმოო ოპერაციები, მივლინებები, ხელფასები;
** პირველადი დოკუმენტების შევსება, მიღება, წარდგენა და ანგარიშსწორება;
** ძირითადი საშუალებების ან/და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაადგილების, განკარგვის, ცვეთის, ჩამოწერის კონტროლი და საწყობის მენეჯერთან კოორდინაცია;

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, აუდიტის ან ფინანსური მიმართულებით (დასაშვებია სხვა მიმართულებით უმაღლესი განათლების კომპენსირება მეტი სამუშაო გამოცდილებით);
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის ძირეული საკითხების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამის პრაქტიკული ცოდნა, უპირატესობა მიენიჭება FMG ბუღალტერიისა და სასაწყობე პროგრამის ცოდნას;
** MS Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა.

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილებით;

სხვა აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების უნარი.

რას გთავაზობთ:

** ზრდადი კომპანია დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** კორპორატიული ავტომობილით ტრანსპორტირება ისნის მეტროდან საწარმომდე;
** სხვა წამახალისებელი ბენეფიტები სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 31 იანვარი .

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართებზე: climateserviceplus@gmail.com და i.bachanadze@climateservice.ge და სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კლიმატ სერვისი გარწმუნებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კლიმატ სერვისი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე