ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: არზო
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 10 თებ
შპს "არზო", ავეჯის მასალების და აქსესუარების კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის და მომსახურების შეთავაზება
** კლიენტის საჭიროებების დადგენა
** მომსახურების თარიღის განსაზღვრა და კლიენტის ინფორმირება
** ფასდაკლების შეთავაზება და შესაბამისად რეგისტრაცია
** მომხმარებლის მიერ არჩეული პროდუქციის და მომსახურების პროგრამული ასახვა
** ავეჯის მექანიზმების ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა
** პროდუქციის გამოყენების შესახებ რეკომენდაციების გაცემა
** გაყიდვების ზრდასთან და მომსახურების განვითარებასთან დაკავშირებით ინიციატივების გამოვლენა

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (MS Excel, MS Word, MS Outlook, Interenet)
** დისციპლინირებულობა
** აზრის გასაგებად და არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი (CV) რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@arzo.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებებს!

კომპანია "არზო"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია არზოს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე