IFRS ანგარიშგების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IFRS ანგარიშგების ოფიცერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 31 იან
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს IFRS ანგარიშგების ოფიცრის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000209
ადგილმდებარეობა: თბილისი. სათაო ოფისი
მოქმედების ვადა: 31.01.2019
კატეგორია: ფინანსები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი ფინანსების მიმართულებით.
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი
** სფერო: ფინანსები

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** აუდიტორულ კომპანიაში (Big4) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ACCA სერტიფიცირება ჩაითვლება უპირატესობად;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია.

სამუშაოს აღწერა

** ფასს-ის მოთხოვნების მიხედვით ფინანსური აღრიცხვის პროცესის მხარდაჭერა და პერიოდული შემაჯამებელი ფინანსური უწყისების მომზადება;
** კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი და მათი კონტროლი;
** საფინანსო ინსტიტუტებთან არსებული კომპანიის / ჯგუფის ფინანსური შეზღუდვების (კოვენანტების) დათვლა და მონიტორინგი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ფინანსური ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაციის გზებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება;
** შიდა და გარე მომხმარებლებისთვის (აუდიტორები, ბანკები, ინვესტორები და სხვა) ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** აუდიტორებთან ურთიერთობის კოორდინირება;
** შესრულებული პროექტების ფინანსური შეფასება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/209
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე