კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: OutFlat
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 10 თებ
საინვესტიციო კომპანია "OutFlat" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება
** უძრავი ქონებისა და დეველოპერების ბაზრის ცოდნა
** მშენებლობისთვის საჭირო მასალებში/დანადგარებში (ლიფტების, გათბობის გაყვანილობების და ა.შ.) გარკვეულობა ჩაითვლება უპირატესობად.
** აუცილებელია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი
** პროდუქტიული  ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის დასახვა, ზოგადი გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მეთოდების შემუშავება.
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა, მათთვის პრეზენტაციების და პრომოუშენის მომზადება. კლიენტების არგუმენტირებულად დარწმუნება.
** წამოღებული პროექტების მართვა, შესაბამის ტექნიკურ ჯგუფებთან კომუნიკაცია და შეთავაზებების მომზადება.
** შესაძლო პარტნიორების/კლიენტების სარგებლიანობის ანალიზი.
** კლიენტებისა და პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და მომგებიანი შეთანხმებების მიღწევა.
** კონკურენტების შესწავლა, როგორც დეველოპერების, ისე სხვა მსგავსი დაწესებულებების;
** ბაზარზე არსებული ცვლილებების ანალიზი და ინფორმაციის მართვა;
** შეხვედრების, მოლაპარაკებების დაგეგმვა.
** შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტის მომზადება. პრომოუშენის მეთოდების შესაბამისად დახვეწა.
** კლიენტების მოძიება, მიღება, მათთან კომუნიკაციის მართვა და შეთანხმებების მიღწევა.
** კლიენტების და პოტენციური კლიენტების ბაზების მართვა და განახლება.

უნარები:

** პრეზენტაციების მაღალ დონეზე ჩატარების უნარი
** განსხვავებული ტიპის ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** Deal Maker
** სტრესულ მომენტში საღი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას
** პიროვნული და კარიერული ზრდის ინტერესი
** აქტიური და საქმის მოყვარული
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ

ხელფასი: 800 ლარი + პროცენტი გაყიდვებიდან.

დაინტერესების შემთხვევაში, CV ქართულ ენაზე ფოტოსურათით გადმოაგზავნეთ მეილზე: davit.dvalishvili@gmail.com და დანიშნულებაში მიუთითეთ სასურველი პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე