მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 10 თებ
შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნეო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტერიის გუნდის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, გადანაწილება და შესრულების ზედამხედველობა;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის დეპარტამენტშორისი ბრუნვის კონტროლი და კოორდინირება;
** ყოველდღიური ბუღალტრული პროცედურების მართვა;
** კომპანიის მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ბალანსის შედარების ზედამხედველობა;
** თვის დახურვის პროცედურების წარმოება;
** ყოველთვიური რეპორტინგი კომპანიის მენეჯმენტთან;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ჩაბარება განსაზღვრულ ვადებში;
** ყოველთვიური და კვარტლური რეპორტების წარდგენა საქართველოს სტატისტიკის ბიუროში;
** ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა საქართველოს საპენსიო ფონდში;
** კომპანიის საბუღალტრო პოლიტიკასთან (IAS/IFRS) და საქართველოს საგადასახადო კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში ბუღალტრულ პროცედურებში ცვლილებების შეტანა;
** თანამშრომლობა კომპანიის გარე აუდიტორებთან, საგადახდო კონსულტანტებთან/აუდიტორებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბუღალტერიაში ან ეკონომიკაში;
** მთავარ ბუღალტრად/აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია საერთაშორისო კომპანიაში და საცალო გაყიდვების ინდუსტრიაში);
** IAS/IFRS და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** MS Office (Excel, Word, Outlook) პროგრამული უზრუნველყოფის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია (როგორც წერითი ასევე ვერბალური);

პიროვნული თვისებები:

** დეტალებსა და სამუშაოს შესრულების ხარისხზე ორიენტირებულობა;
** პროფესიონალიზმი და გუნდურობა;
** დაგეგმვა/ორგანიზების უნარი;
** ლიდერობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მირების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 10 თებერვალი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე