IT მხარდამჭერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IT მხარდამჭერი
მომწოდებელი: აუთსორს კომპანია
გამოქვეყნდა: 10 იან / განახლდა: 10 იან / ბოლო ვადა: 10 თებ
აუთსორს კომპანია აცხადებს ვაკანსიას აიტი მხარდამჭერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი;
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვა
** სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით.
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.
** ასაკი 20 -30 წლამდე
** ინგლსიური ენის ცოდნა აუცილებელია

კანდიდატებს ვთხოვთ გაითვალისწინონ, რომ კონკრეტული პოზიციის მოვალეობაში შედის აუთსორს კომპანიის კლიენტების სიაში არსებული ორგანიზაციებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა, როგორც დისტანციურად ასევე ადგილზე გასვლით. ადგილზე გასვლის ხარჯებს ანაზღაურებს კომპანია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - არანაკლები ერთი წელი
** დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Windows ოპერაციული სისტემების (XP, 7, 8) ცოდნა;
** Microsoft კლიენტ აპლიკაციების Office 2007, 2010, 2013 ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდში და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: itman.co@client.jobs.ge და "subject"-ის ველში მიუთითოთ განცხადების სახელი: "ვაკანსია თბილისში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე