კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსტრუქტორი
მომწოდებელი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 31 იან
საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა 2015 წელს დააფუძნეს ა.ა.ი.პ. "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია", რომლის მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო კომპანიების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა, სამშენებლო კომპანიების პრესტიჟის მხარდაჭერა და სხვ.

"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია", ასოციაციის წევრი კომპანიისთვის - "მამისონი" (http://awardholding.com/company/index/1524481669?id=1524481669) აცხადებს კონსტრუქტორის ვაკანსიას.

კონსტრუქტორის ძირითადი მოვალეობებია:

** საპროექტო ნახაზების შედგენა;
** საპროექტო ნახაზების დეტალური ანალიზი;
** საპროექტო ნახაზების შემოწმება/შეფასება;
** კონსტრუქციული გაანგარიშებების მომზადება;
** კომპანიის სხვა განყოფილებებისთვის კონსულტაციის გაწევა სამშენებლო-საინჟინრო საკითხებთან დაკავშირებით.

კონსტრუქტორისთვის სავალდებულოა:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების - AutoCAD და ArchiCAD სრულყოფილად ცოდნა.

კონსტრუქტორისთვის საჭირო პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების;
** ორგანიზებული;
** შრომისმოყვარე;
** მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარის მქონე;
** კეთილსინდისიერი და სანდო.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მონაცემები სრულად აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@icca.ge; არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე