მცირე ბიზნესის ანალიტიკოსი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მცირე ბიზნესის ანალიტიკოსი - თელავი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 20 იან
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" თელავის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თელავი

ძირითადი ფუნქციები:

** მცირე ბიზნესის კლიენტების მოზიდვა, მათთვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
** სასესხო განაცხადების განხილვა, ფინანსური ანალიზის ჩატარება;
** პროექტების მომზადება საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენად;
** საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, მის ხარისხსა და განვითარებაზე ინტენსიური ზრუნვა;
** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** ეკონომიკური და ფინანსური საკითხების კარგი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS Office).

უნარები:

** მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** აქტიური;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დიპლომატიურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებული, ორგანიზებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 20 იანვრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა: https://vacancy.vtb.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე