გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: არაი-სმაილი
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 30 იან
"არაი-სმაილი" - ქართული ტექნიკის ბაზრის  ორი ლიდერი კომპანიის, "არაისა" და "სმაილის" გაერთიანებაა!

"არაი-სმაილის" ახალი ქსელი მოიცავს, თერთმეტ მაღაზიას საქართველოს მაშტაბით,  სადაც წარმოდგენიალია მსოფლიო ბრენდების ფართო არჩევანი. ამასთან, გამოირჩევა კადრების პროფესიონალიზმითა და მომსახურების მაღალი დონით.

"არაი-სმაილი"აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის  პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30.01.2019
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, (გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად)
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: (adobe illustrator, adobe photoshop)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (ჩაითვლება უპირატესობად);

ძირითადი ფუნქციები:

** ბეჭდვითი და ელექტრონული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;
** ფლაერების, პოსტერების, ბანერების გრაფიკული დიზაინის მომზადება.
** ფასმაჩვენებლების, სტიკერების, სასაჩუქრე ბარათების და სხვა სარეკლამო დიზაინის მომზადება;
** FB-სთვის, ონლაინ რეკლამისთვის და კომპანიის საიტისთვის დიზაინის შექმნა/მომზადება;
** კომპანიის ბრენდ ნიშნების შექმნაში მონაწილეობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** დაგეგმვისა და დროის  ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** კრეატიული და სხარტი აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალობა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ CV ფოტოსურათით და საკუთარი პორტფოლიო,  გამოაგზავნოთ შემდეგ  ელექტრონულ მისამართზე  vacancy@geosmiley.ge. ვაკანსიის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV  არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე