დიზაინერ-არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დიზაინერ-არქიტექტორი
მომწოდებელი: დიზაინ სითი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 31 იან
კომპანია "Design City Georgia" (დიზაინი/არქიტექტურა, ინტერიერისა და ექსტერიერის მასალების ხარისხის კვლევა/იმპორტი) აცხადებს ვაკანსიას დიზაინერ-არქიტექტორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** ესკიზური პროექტების შემუშავება
** პროექტის მუშა ნახაზების დამუშავება და მომზადება
** სივრცეების მოდელირება და 3D ვიზუალიზაცია
** მოცულობებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ნახაზებიდან ამოღება/დამუშავება
** მასალებისა და დამხმარე საშუალებების სპეციფიკაციების დამუშავება
** გაყიდვებისა და შესყიდვების ჯგუფთან მჭიდრო კავშირი
** საპრეზენტაციო მასალის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი პროფესიული განათლება (ინტერიერის დიზაინერის ან/და არქიტექტორის კვალიფიკაციით);
** სამუშაო გამოცდილება პროფესიით;
** პროგრამების ცოდნა AutoCAD, ArchiCAD, Photoshop, 3D max/V-Ray, Corel/Illustrator;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Windows XP, Ms Word, Ms Excel, Ms PowerPoint);
** ენები: ქართული თავისუფლად, ინგლისური თავისუფლად, რუსული სასაუბროდ;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაოს დაგეგმვა და კოორდინირება;
** ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (ორშაბათი-პარასკევი).
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV (ქართული, ინგლისური) ელექტრონულ მისამართზე: assistant@designcity.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ები მიიღება 2019 წლის 31 იანვრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე