ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორი
მომწოდებელი: europebet
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
"ევროპაბეთი" 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანს და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, გაუწიოს მომხმარებელს ინდუსტრიაში საუკეთესო მომსახურება და მისცეს პროდუქტების ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
2015 წლის ივნისიდან ევროპაბეთი შეუერთდა ბეტსონ ჯგუფს (Betsson Group; დაფუძნებული შვედეთში, სათაო ოფისი განთავსებულია მალტაზე). ბეტსონ ჯგუფი 55 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე.

კომპანია ევროპაბეთი (europebet.com) განაგრძობს ზრდას და ამიტომ ჩვენ ვეძებთ ახალ თანამშრომლებს ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: 12 საათიანი სამუშაო ცვლა (3 ცვლიანი სამუშაო ციკლი, რომელიც მოიცავს ღამის სამუშაო ცვლებსაც)
ანაზღაურების სისტემა: საწყისი შრომის ანაზღაურება - 500 ლარი საშემოსავლო გადასახადის გარეშე; 3 თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდგომ - 600 ლარი საშემოსავლო გადასახადის გარეშე;6 თვის თანამშრომლობის თავზე - შრომის ანაზღაურების ზრდა საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგად მინიჭებული კატეგორიის შესაბამისად

დამატებითი სარგებელი: ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება, ტრანსპორტირება ღამის სამუშაო ცვლაში.
მეტი ევროპაბეთის დასაქმების პირობების შესახებ გაიგეთ ბმულზე

ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორი პასუხობს მომხმარებელთა შეკითხვებს კომპანიის ონლაინ საკომუნიკაციო არხების მეშვეობით (live chat, facebook messenger, email) და ეხმარება მათ ანგარიშთან და ფსონებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.

თუკი გიყვართ სპორტი ან/და ინტელექტუალური თამაშები, გიყვართ ადამიანების დახმარება და გაქვთ აზარტი, რომ განავითაროთ საკუთარი შესაძლებლობები, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

შერჩევის ეტაპის გადალახვის შემდეგ თქვენ გაივლით 2 კვირიან ტრენინგს, რომლის მანძილზეც შეისწავლით პროდუქტებსა და მომსახურების სტანდარტებს. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში თქვენ დასაქმდებით კომპანიაში.

მოთხოვნები:

** მომხმარებელთან ურთიერთობისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კლავიატურაზე სწრაფად ბეჭდვის უნარი;
** ქართული და რუსულ ენაზე გამართულად წერის უნარი; რუსული ენა სავალდებულოა, ვინაიდან კომუნიკაცია გექნებათ რუსულენოვალ მომხმარებლებთან;
** ცვლიან სამუშაო გრაფიკში მუშაობის შესაძლებლობა (12 საათიანი სამუშაო ცვლა, რომელიც მოიცავს ღამის სამუშაო ცვლებსაც);
** კარგი კომუნიკაციური და ორგანიზატორული უნარები;

ჩვენ გთავაზობთ როლს, რომელშიც შეგიძლიათ გამოავლინოთ საკუთარი ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარები. ჩვენი მისიაა მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო მომსახურება აზარტული თამაშების ბიზნესში და ამიტომაც მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე. კომპანია თქვენთვის უზრუნველყოფს ბაზარზე მზარდ კონკურენტუნარიან სახელფასო ანაზღაურებას, ხელსაყრელ საბონუსე სისტემასა და კომფორტულ სამუშაო გარემოს. კოლეგიალურ და მეგობრულ გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვთ სრულად გამოავლინოთ საკუთარი პოტენციალი და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალად.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი, შემოუერთდეთ ევროპაბეთის დიდ გუნდს, გთხოვთ 20 იანვრამდე გამოაგზავნოთ თქვენი cv/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@europebet.com და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორი"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე