ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მიფასი
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
კომპანია "მიფასი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

ჩვენი კომპანია 20 წელი მოღვაწეობს ბაზარზე მუსიკალური ინსტრუმენტების, პროფესიონალური, სასცენო აუდიო აპარატურის და განათების სფეროში და არის ლიდერი თავის სეგმენტში.

სამუშაო მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა და დაარქივება;
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/მიღება;
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამებთან;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** ბანკთან ურთიერთობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მონათესავე დისციპლინაში;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებისადმი ყურადღებიანობა
** პუნქტუალურობა
** საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური და ენერგიული

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: david@mifasi.ge და გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე