ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: gg
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
კომპანია "gg" არის აპლიკაციის მეშვეობით სხვადასხვა ტიპის ავტომობილის გამოძახების სერვისი. კომპანია ოპერირებს ოთხ ქვეყანაში: საქართველო, სომხეთი, რუსეთი, ირანი. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს კომპლექსურ და მულტიფუნქციურ სატრანსპორტო მომსახურებას. მომხმარებლებს აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია შეუკვეთონ ნებისმიერი სახის მიტანის სერვისი, ევაკუატორის, ნებისმიერი ზომის ტრანსპორტირება და ტაქსის სერვისი.

ჩვენი პრიორიტეტია პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და მაღალი ხარისხის სერვისი შეთავაზება. ამჟამად კომპანია საქართველოშიც ფუნქციონირებს და ეძებს დიდი პოტენციალის მქონე, შრომისმოყვარე და იდეებით სავსე გუნდის წევრებს.

კომპანია "gg" აცხადებს ვაკანსიას დღის და ღამის ცვლის ოპერატორის  პოზიციაზე და სამუშაოდ იწვევს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს.

აუცილებელი უნარები:  

** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** სასაუბრო დონეზე რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სასურველია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
** დისციპლინირებულობა, გაწონასწორებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
** მომხმარებლისათვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება.

სამუშაო გრაფიკი: დღე-გამოშვებით, ცვლებში.
ანაზღაურება: მოლაპარაკებით, მზარდი პერსპექტივით. შედეგების საფუძველზე გაიცემა პრემიები და ბონუსები.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: info@ggtaxi.ge. წერილის "Subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ "Operator".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე