სხვადასხვა - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სხვადასხვა - თბილისი, ბათუმი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
კომპანია აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. ოფისის მენეჯერი - ბათუმი

მოვალეობები:

** ფირმის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება.
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმართვა;
** კლიენტებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება, ხელშეკრულების გაფორმება;
** არსებული კლიენტების მომსახურება, განახლებების შეთავაზება;
** მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება;
** ყოველდღიური რაპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** შრომისმოყვარეობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა - MS Office (MS Word, MS Excel, MS Outlook)
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** რუსული და ინგლისური ან თურქული და ინგლისური ენების ფლობა, როგორც წერითი, ასევე ვერბალური (კომუნიკაციისთვის სავალდებულოა)
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი
** კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ასაკი: 19-35 წელი;
** სქესი: მდედრობითი.

სამუშაო ადგილი: ბათუმი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი.

2. გაყიდვების აგენტი - თბილისი და ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** ახალი მაღაზიებისთვის პროდუქციის შეთავაზება;
** შეკვეთების აღება-გაფორმება
** დავალიანების კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.
** სქესი: მდედრობითი.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსები გაყიდვებიდან.

3. ტრაილერის მძღოლი

კომპანია, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებს, აცხადებს ვაკანსიას ტრაილერის მძღოლის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ასაკი: 25-55 წ.
** ახალი მართვის მოწმობა და შესაბამისი კატეგორია (C, D, E)
** აუცილებელია სუფთა პასპორტი
** ტაქოგრაფის ბარათი
** სასურველია რუსული ენის ცოდნა
** სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელ.მისამართზე: geosweets2016@gmail.com და აუცილებლად სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე