ზედამხედველობის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ზედამხედველობის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 26 იან
"საქართველოს ეროვნული ბანკი" აცხადებს ვაკანსიას არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

არასაბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანაა: მოქმედი კანონმდებლობის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, განახორციელოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების ზედამხედველობა.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

მოვალეობები:

** საზედამხედველო სუბიექტების საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობის დადგენა;
** ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების საქმიანობაზე დისტანციური ზედამხედველობის განხორციელება;
** შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ღონისძიებების შესრულების კონტროლი;
** საზედამხედველო სუბიექტების მიმართ დაწესებული მოთხოვნების შესრულების შემდგომი მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ეკონომიკის დარგში;
** სასურველია კანდიდატს ჩაბარებული ჰქონდეს საკვალიფიკაციო გამოცდები - ACCA; CFA;
** საფინანსო სექტორში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
** საზედამხედველო სუბიექტებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

კომპეტენციები:

** იდეების დასაბუთება, დარწმუნება;
** პრეზენტაციის მომზადება, ჩატარება;
** ცვლილებების ინიცირება და მართვა;
** ანალიტიკური ანგარიშის მომზადება;
** სტრესის ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
** ცოდნა ორგანიზაციის მისიის, საჯარო სამსახურის ეთიკის და საზოგადოებრივი სარგებელის შესახებ.

თანამდებობრივი სარგო: 2000-2500 ლარი (დარიცხული)
კონკურსის ფორმა:კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 26 იანვრამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურში მუთითეთ ვაკანსიის დასახელება: არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე