კონკურსი საოფისე მოწყობილობის მოწოდებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი საოფისე მოწყობილობის მოწოდებაზე
მომწოდებელი: World Vision
გამოქვეყნდა: 9 იან / განახლდა: 11 იან / ბოლო ვადა: 21 იან
თანდართული ფაილი: 201507-wv-app.zip
"World Vision International"-ის ფილიალი საქართველოში აცხადებს კომპანიების წინასწარ კვალიფიკაციას

"ვორლდ ვიჟენი" მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც განვითარებისა და ადვოკატირების მიმართულებით მუშაობს. კომპანია ოპერირებს 100-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს www.wvi.org/georgia

"ვორლდ ვიჟენის" ფილიალი საქართველოში იწვევს პოტენციურ კომპანიებს, საოფისე მოწყობილობის მომწოდებელი კომპანიების წინასწარ კვალიფიკაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

წინასწარ კვალიფიცირებული კომპანიები შეირჩევიან 2 წლის ვადით და მხოლოდ ისინი მიიღებენ სატენდერო წინადადების მოთხოვნებს განსაფასებლად და 2-წლიანი ხელშეკრულების გასაფორმებლად.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი წინასწარი კვალიფიკაციის დოკუმენტაცია:

** კომპანიის შესახებ ინფორმაცია დადგენილი ფორმატის მიხედვით (მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა);
** რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** ინფორმაცია სამი რეკომენდატორის შესახებ (კომპანიისა და რეკომენდატორის პოზიციის მითითებით).

განმარტებებისთვის მიმართეთ:

"World Vision International"-ის ფილიალი საქართველოში
დ. აღმაშენებლის გამზ. 61, მეორე სართული, თბილისი
ელ.ფოსტა: geoo_tender@wvi.org

განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად, ელ. მისამართზე: geoo_tender@wvi.org, ისევე როგორც დალუქულ კონვერტში, ზემოთ მითითებულ მისამართზე.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 21 იანვარი, 2019, 12:00. გთხოვთ, ელ. წერილის საგანში მიუთითოთ: "Pre-qualification, Office Equipment".
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე