დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: YOYOSO
გამოქვეყნდა: 9 იან / განახლდა: 9 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
"YOYOSO" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

"YOYOSO" - კორეული ბრენდია, რომელიც 2014 წელს დაარსდა და ამჟამად ათასზე მეტი სავაჭრო ობიექტით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე, სულ მალე კი საქართველოშიც შემოგვთავაზებს ფილიალს. "YOYOSO" ქართველ მოხმარებელს 2000 მდე დასახელების პროდუქციას შესთავაზებს, რომელიც ძირითადად სავაჭრო პროდუქციის რვა კატეგორიას დაეფუძნება, რაც მოიცავს: კოსმეტიკას, სახლისა თუ ელექტრო მოწყობილობების აქსესუარებს, საკანცელარიო ნივთებს, ყოველდღიურ მოდურ აქსესუარებსა და სეზონურ საჩუქრებს.

მდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 34;
სამუშაო გრაფიკი: 12:00-21:00 (შესვენება ერთი საათი);
დასვენების დღე: ერთი დღე;
ხელფასი: 400 ლარი (ხელზე ასაღები).

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ასაკი: 30-40 წლამდე;
** სქესი: მდედრობითი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მაღაზიის ტერიტორისს დალაგება-დასუფთავება;
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** საწმენდი საშუალებების ეკონომიურად და სწორად გამოყენება;
** მაღაზიის ტერიტორიაზე სისუფთავის რეგულარული კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე, ორგანიზებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-მისამართზე: vacancy@yoyoso.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დამლაგებელი". კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

"YOYOSO" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე