ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ეი ბი სი
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 8 თებ
შპს "ეი ბი სი" არის კომპანია რომელიც კლიენტებს უწევს საბუღალტრო მომსახურებას. შპს "ეი ბი სი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების ბუღალტრული დოკუმენტაციის შექმნა, მიღება და დაარქივება;
** კლიენტების საბანკო გადარიცხვების მომზადება;
** საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამაში გატარებების შეყვანა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების (Microsoft Excel) ცოდნა მაღალ დონეზე;
** რუსული ან ინგლისური ენის ფლობა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** რომელიმე საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო ადგილი: ქალაქი ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე; 09:00-დან 17:00 საათამდე ან 10:00-დან 18:00 საათამდე

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@abcgeorgia.com

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე