საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპული სკოლა
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 22 იან
შპს "ევროპული სკოლა" - ავტორიზებული, საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS - Council of International Schools) და College Board-ის წევრი, დარგის ლიდერი - აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სტრატეგიის, პოლიტიკისა და პროცედურების განსაზღვრა;
** სკოლის პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად გარე კომუნიკაციების დამყარება ჟურნალისტებთან და მასმედიასთან, მარკეტინგულ სამსახურებთან, საიმიჯო კომპანიებთან, სახელმწიფო ინსტიტუციებთან და სხვა ანალოგიურ სამსახურებთან;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის მიზანმიმართული აქტივობების ინიცირება და განხორციელება;
** საიმიჯო კამპანიების წარმოება, მედიასთან ურთიერთობა და ერთობლივი პროექტების წარმართვა; ბეჭდური მედიისთვის სკოლის შესახებ სტატიების მომზადება;
** სკოლის პოზიტიური იმიჯის ხელშეწყობის მიზნით, ღონისძიებების, პიარ-აქციების მოწყობა; პოპულარიზაციისკენ მიმართული გასართობი და საქველმოქმედო ვიზიტების დაგეგმვა-განხორციელება;
** პრეზენტაციების, პრესრელიზების, სტატიების, ორგანიზაციული ბროშურების, შიდა კორპორატიული ჟურნალების დიზაინირება და მომზადება;
** სკოლის ვებგვერდის შინაარსობრივი გამართულობის უზრუნველყოფა: შესაბამისი მასალის მომზადება, ველების განახლება და ა.შ.;
** სკოლის სოციალური ქსელის მართვა, შინაარსობრივი მასალის მომზადება; სოციალურ გვერდზე მიღებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** სკოლის საერთაშორისო კავშირების მართვა, სტრატეგიული კავშირების დამყარება: პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოძიება;
** საერთაშორისო ქსელებში სკოლის ინტეგრირება და გაცვლითი პროგრამების ინიცირება; გაცვლითი პროგრამის ორგანიზების პროცესში მონაწილეობა;
** ბრენდირებული მასალების მომზადება; სარეკლამო მასალების, ბროშურების შექმნა, სარეკლამო კამპანიის წარმოება;
** პარტნიორი ორგანიზაციების მოძიება, სემინარების, გაცვლითი პროგრამების, ვორქშოფების ორგანიზება;
** სკოლის წარდგენა საერთაშორისო საუნივერსიტეტო/კოლეჯების ფორუმებზე ცნობადობის ამაღლების მიზნით.

კვალიფიკაცია:

** სასურველია ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკისა ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.
** საგანმანათლებლო დაწესებულების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია კორესპონდენტად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** სოციალური მედიის მართვის ტექნიკების ცოდნა;
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** სასურველია დამატებითი უცხო ენის ცოდნა;
** MS Office -ის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** კრეატიულობა;
** ორგანიზებულობა;
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესის მართვის უნარი;
** რამდენიმე დავალების კოორდინირებულად შესრულების უნარი;
** თვითგანვითარებისთვის მზაობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge 2019 წლის 22 იანვრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე