მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბიდი კომპანი
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
სადისტრიბუციო კომპანია "ბიდი კომპანი" წარმოადგენს "ფერეროს" ბრენდის ოფიციალურ, ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში.

კომპანია აცხადებს მერჩენდაიზერის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, 6 სამუშაო დღე.

ძირითადი მოთხოვნები: გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია 6 თვიდან ზემოთ);

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის პროდუქციისა და აქციების შეთავაზება;
** თაროზე პროდუქციის განთავსება;
** მერჩენდაიზინგის წესების დაცვა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** პრეზენტაბელურობა;
** კომუნიკაბელურობა.
** აქტიურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** მუშაობის მოტივაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@bdcompany.ge და ელექტრონული წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე