სამედიცინო ასისტანსის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო ასისტანსის ოპერატორი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ასისტანსის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება;
** კონსულტაციების გაწევა სადაზღვევო პირობების შესახებ;
** ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში დაფიქსირება;
** სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება;
** ზარების გადამისამართება;
** კლიენტების ვიზიტების დაგეგმვა;
** სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** სასურველია სადაზღვევო კომპანიაში ან სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ფლობა რუსული და ინგლისური;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამართული მეტყველება;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ანალიზის უნარი;
** გუნდურობა;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** აზრის გამართულად და მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი;

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაქვთ ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის სურვილი და გახდით ჩვენი გუნდის წევრი ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

თუ შევძელით თქვენი დაინტერესება საინტერესო სამუშაო გამოცდილებით და ჩვენ კომპანიასთან თანამშროლობით, მაშინ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არა უგვიანეს 9 თებერვლისა აღნიშნულ ელ. მისამართზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე