სენდვიჩ-არტისტი/სენდვიჩების გამყიდველ-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სენდვიჩ-არტისტი/სენდვიჩების გამყიდველ-კონსულტანტი
მომწოდებელი: საბვეი
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
"საბვეის" ბრენდი აერთიანებს სწრაფი კვების რესტორნების ყველაზე დიდ ქსელს მსოფლიოში. დღეისათვის "საბვეი" ყველაზე მზარდი გლობალური ფრენჩაიზია და მისი ქსელი 100-ზე მეტ ქვეყანაში 44000-ზე მეტ რესტორანს ითვლის.

"საბვეი" მომხმარებელს სთავაზობს ახალი, ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებული უგემრიელესი სენდვიჩების, სალათების, ორცხობილების ფართო არჩევანს და მომსახურების განსაკუთრებულად მაღალ ხარისხს. ყველა პროდუქტი მზადდება მომხმარებლის თვალწინ და უშუალოდ მის ინდივიდუალურ გემოვნებაზეა გათვლილი.

2013 წლის ბოლოს თბილისში "საბვეის" პირველი რესტორანი გაიხსნა, ხოლო 2014 წლიდან "საბვეის" რესტორნების ქსელის განვითარება დედაქალაქის სხვადასხვა უბნებსა და საქართველოს რეგიონებს მოიცავს.

პოზიცია: სენდვიჩ-არტისტი/სენდვიჩების გამყიდველ-კონსულტანტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 19-35 წელი
** ინგლისური და რუსული ენის საბაზისო ცოდნა
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.

მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია
** სენდვიჩებისა და რესტორნის მენიუში არსებული სხვა პროდუქტების მომზადება
** მომსახურების სტანდარტების დაცვა
** რესტორნის ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** მოწესრიგებულობა
** აქტიურობა
** თავაზიანობა
** ორგანიზებულობა.

უნარ-ჩვევები:

** მოტივირებულობა
** გუნდურობა
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტური მოქმედება
** სიახლის სწრაფად ათვისების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV და ფოტოსურათი შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: subwaytbilisistaf@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე