საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: BookUp Solutions
გამოქვეყნდა: 9 იან / ბოლო ვადა: 9 თებ
კომპანია "BookUp Solutions LLC" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის (Operations Manager) პოზიციაზე.

კომპანია ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროების დაჯავშნის პლატფორმის ოპერირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროების დაჯავშნის სისტემის ადმინისტრირება, მონიტორინგი, რეპორტინგი;
** კომპანიის მომსახურების პირობებთან და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით მომხმარებლებისათვის დახმარების/კონსულტაციის გაწევის ადმინისტრირება და მონიტორინგი;
** კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, მონიტორინგი;
** სატელეფონო ცენტრის ოპერირების მონიტორინგი;
** კომპანიის ოპერირება-განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივების განხორციელების ადმინისტრირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** მართვის, ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** ლიდერული უნარ-ჩვევები;
** კლიენტებსა და მომსახურებაზე ორიენტაცია;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული განაკვეთი + ბონუსი;
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვემდე;

შერჩევის ეტაპები:

** CV/რეზიუმეს განხილვა;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
** ტესტირება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: bookupsolutions@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე