3D გენერალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: 3D გენერალისტი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 8 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
კომპანია "არქი" აცხადებს ვაკანსიას 3D გენერალისტის პოზიციაზე.

"არქი" წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. დღეს, "არქი" ითვლის 17 დასრულებულ პროექტს თბილისის მასშტაბით, 14 მიმდინარე მშენებლობას თბილისში და 1 დასრულებულ საცხოვრებელ კორპუსს ბათუმში.

ჩვენი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები მორგებულია ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისათვის, თბილისის ყველა უბანში.

"არქი ჯგუფში" დასაქმებული 3D  გენერალისტის ფუნქციები იქნება:

** 3D ვიზუალიზაცია
** ინტერიერის და ექსტერიერის რენდერების შექმნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება 3D გრაფიკული დიზაინის მიმართულებით  
** 3Ds max პროგრამაში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება
** Adobe Photoshop პროგრამაში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება
** სასურველია, After Effect  და Premiere პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე და ნამუშევრების პორტფოლიო  გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე 3d@archi.ge, არაუგვიანეს    2019 წლის 11 თებერვლისა.  

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატურა განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რეზიუმეს თან  ახლავს ნამუშევრების პორტფოლიო.

გთხოვთ ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე და ნამუშევრების პორტფოლიო მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას არქი ჯგუფის მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე