გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Rays Factory
გამოქვეყნდა: 8 იან / ბოლო ვადა: 8 თებ
ციფრულ კრეატიულ სააგენტოში "Ray`s Factory" ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, ვისთვისაც საინტერესოა ციფრული მიმართულებები და სააგენტოს სპეციფიკა.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისათვის ციფრული სერვისების შეთავაზება და მოლაპარაკების წარმოება;
** სატელეფონო ზარების განხორციელება/მიღება
** ოფისში მოსული კლიენტისთვის პრეზენტაციის წარდგენა და სრული ინფორმაციის მიწოდება
** პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება და განვითარება
** მომხმარებლების კმაყოფილებაზე ორიენტირება
** კლიენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება
** შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება და დროის სწორად განაწილება

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
** კრეატიული აზროვნება
** კომუნიკაბელურობა
** პრეზენტაბელურობა
** ენერგიულობა
** ორგანიზებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი
** დროის მართვის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (პრიორიტეტი ენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ციფრულ სფეროში)
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

CV გამოგვიგზავნეთ მისამართზე: hi@ray.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე