ავტო სადგომის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ავტო სადგომის ოპერატორი
მომწოდებელი: სითი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 8 იან / ბოლო ვადა: 8 თებ
სალიზინგო კომპანია "სითი" აცხადებს ვაკანსიას ავტო სადგომის ოპერატორის პოზიციაზე.

"სითი ლიზინგი"  ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგის და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს  და  წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. 

სამუშაო გრაფიკი:  სრული.
სამუშაო ტერიტორია:  თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქ. N114

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი;
** ასაკი: 25-დან 35 წლამდე
** უმაღლესი განათლება;
** ავტომობილის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** სასურველია (არასავალდებულო) სამუშაო გამოცდილება ავტო ტექ. მომსახურების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office);
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
** გამართული მეტყველება;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ძირითადი მოვალეობები: 

** ავტოპარკის რეგულარული აღრიცხვა/კონტროლი;
** გეგმიური სამუშაოების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** ავტომობილის რეცხვის/დეზინფექციის გრაფიკების შედგენა და კონტროლი;
** სახელოსნოებთან მოლაპარაკების წარმოება;
** ავტომობილების შეკეთების კონტროლი;
** ავტომობილების სარეალიზაციოდ გამზადება;
** ავტომობილის პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკების წარმოება;

ანაზღაურება შეთანხმებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელფოსტაზე: info@cityleasing.ge

წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ავტო სადგომის ოპერატორი.  

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე