უფროსი სისტემური ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უფროსი სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ვიონი საქართველო
გამოქვეყნდა: 8 იან / ბოლო ვადა: 22 იან
"ვიონის" ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. "ვიონის" ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

"ვიონის" ჯგუფის წევრი კომპანია შპს "ვიონი საქართველო" საქართველოს ბაზარზე "ბილაინის" ბრენდით ოპერირებს. "ბილაინი" უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3) , 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

https://veon.com/
https://www.beeline.ge/
https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

"ვიონის" ჯგუფის წევრი კომპანია "ვიონი საქართველო" აცხადებს კონკურსს უფროსი სისტემური ადმინისტრატორის ვაკანსიაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ვირტუალური და ფიზიკური სერვერების მართვა და ადმინისტრირება;
** Microsoft Windows სერვერების ადმინისტრირება;
** Microsoft-ის ძირითადი ინფრასტრუქტურული სერვისების ადმინისტრირება;
** VMware ვირტუალიზაციის გარემოს მართვა;
** O365 სერვისების ადმინისტრირება;
** სერვერების ინსტალაცია/განახლება;
** წარმოქმნილი პრობლემების მოკვლევა და მოგვარება;
** სერვერების და სერვისების მონიტორინგი;
** სერვერების და სერვისების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კონტროლი.

თუ შენ:

** გაქვს სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს Microsoft სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს ვირტუალიზაციის პლატფორმების ღრმა ექსპერტიზა;
** გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გაქვს ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გიყვარს გუნდურად მუშაობა და გსურს, მოხვდე დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში;

გამოგვიგზავნე რეზიუმე 2019 წლის 22 იანვრის ჩათვლით.

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

იყო "ვიონის" ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.

პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე