ტექნიკური სამსახურის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტექნიკური სამსახურის ინჟინერი
მომწოდებელი: სქაიჰაუსი
გამოქვეყნდა: 8 იან / ბოლო ვადა: 8 თებ
შ.პ.ს "სქაიჰაუსი"  წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც 2016 წლიდან საქმიანობს   საქართველოში.

ამ ეტაპზე შ.პ.ს "სქაიჰაუსი"   აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის ინჟინრის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნა: 

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** 3  წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** უცხო ენები:  ინგლისური, ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობები:

** სამშენებლო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
** მშენებლობის კალენდარული გრაფიკის შედგენა;
** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა #2) შედგენა;
** სამშენებლო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტების შედგენა;
** მოლაპარაკებების  წარმოება სამშენებლო მასალების და მომსახურების პოტენციურ მომწოდებლებთან;
** სამშენებლო მასალების, მუშა ხელის, მექანიზმების რაოდენობის განსაზღვრა და რაციონალური ხარჯვის კონტროლი;
** სუბკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების რაოდენობის და ხარისხის კონტროლი;


სამუშაო ადგილი: თბილისი.
განაკვეთი: სრული.

მაზად უნდა იყოს მივლინებებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამშენებლო ობიექტებზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@skyhouse.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე