სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი - ქობულეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი - ქობულეთი
მომწოდებელი: სქაიჰაუსი
გამოქვეყნდა: 8 იან / ბოლო ვადა: 8 თებ
შ.პ.ს "სქაიჰაუსი"  წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც 2016 წლიდან საქმიანობს   საქართველოში.

ამ ეტაპზე შ.პ.ს "სქაიჰაუსი"   აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნა: 

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** 3  წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** უცხო ენები:  ინგლისური, ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობები:

** მშენებლობის პროცესის დაგეგმვა;
** სამშენებლო მასალების, მუშა ხელის, მექანიზმების რაოდენობის განსაზღვრა;
** სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი და შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა;
** მუშათა მოძრაობის კონტროლი და სახელფასო უწყისების შედგენა;
** შესრულებული სამუშაოების აქტებისათვის (ფორმა #2) მონაცემების მოგროვება და ტექნიკური განყოფილებისათვის მიწოდება;
** სამშენებლო პროცესთან დაკავშირებული სხვადსხვა აქტების შედგენა;

სამუშაო ადგილი: ქობულეთი.
განაკვეთი: სრული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@skyhouse.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე