ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი, სტაჟირება - თბილისი, რუსთავი, მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი, სტაჟირება - თბილისი, რუსთავი, მარნეული
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 8 იან / ბოლო ვადა: 5 თებ
გახდი ლიდერ კრედიტის გუნდის წევრი!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს: 

1. ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი  

მდებარეობა:  ქ. თბილისი ;  ქ. რუსთავი; ქ. მარნეული
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** ეფექტური გაყიდვების წარმოების გზით საკრედიტო პროდუქტებით დაინტერესებული კლიენტების მოზიდვა;
** კლიენტების ბიზნესის ანალიზი/შეფასება, საკრედიტო განაცხადის მომზადება  და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა/სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება (საბანკო, საფინანსო, ორგანიზაციებში)
** უმაღლესი განათლება ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით (სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი)
** კორპორაციული ფინანსების, ფინანსური უწყისების ანალიზის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel,) ბაზისური ცოდნა 
** სასურველია რუსული ან აზერბაიჯანული ენის ცოდნა (მარნეულის კანდიდატებისთვის);

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება 
** გაყიდვების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა

ანაზღაურება:  375-875 ლარი (დარიცხული) + ბონუსი


2. სტაჟირება: ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი  - ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით

მდებარეობა: ქ.თბილისი; ქ. რუსთავი; ქ.მარნეული
პერიოდი - 3 თვე

** სტაჟირების პერიოდში თქვენ პრაქტიკაში შეისწავლით;
** მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ საკრედიტო პროდუქტებს;
** ახალი კლიენტების მოზიდვისთვის საჭირო ეფექტური გაყიდვების ხელოვნებას;
** საკრედიტო განაცხადის მომზადებას, კლიენტების ბიზნესის ანალიზს/შეფასებას და კომიტეტისთვის წარდგენას;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობის და მათთან მოლაპარაკების წარმოებით, საკრედიტო პორთფელის ხარისხის მართვას;
** განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურის სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი)
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel,) ბაზისური ცოდნა 
** სასურველია რუსული ენის ცოდნა

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება 
** სისხარტე
** კომუნიკაბელურობა
** ინიციატორობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა

ანაზღაურება: 125 ლარი (დარიცხული) + ბონუსი

თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge ან/და შეავსოთ აპლიკაცია http://www.leadercredit.ge  (დასაქმდი ჩვენთან)  არაუგვიანეს 2019 წლის 5 თებერვლისა.

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია  და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე:  http://www.leadercredit.ge  

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო "ლიდერ კრედიტის" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო "ლიდერ კრედიტ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო "ლიდერ კრედიტ"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო "ლიდერ კრედიტ"-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:

თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო "ლიდერ კრედიტ"-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*121).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე