სამომხმარებლო სესხების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამომხმარებლო სესხების ოფიცერი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 8 იან / ბოლო ვადა: 5 თებ
გახდი ლიდერ კრედიტის გუნდის წევრი!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: სამომხმარებლო სესხების ოფიცერი

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** მისოში არსებული სასესხო პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის;
** მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის პირველადი დამუშავება;
** სასესხო განაცხადების მიღება;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათ მიერ შესასრულებელი ვალდებულებების ვადების კონტროლი (გაცემული სესხების მონიტორინგი);
** სხვა საქმიანობა, რომელიც კავშირშია ზემოთ აღნიშნულის შესრულებასა და განხორციელებასთან;

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წელი სამუშაო გამოცდილება (საბანკო, საფინანსო ორგანიზაციებში);
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით სასურველია);
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel,) ბაზისური ცოდნა 
** რუსული ენის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება 
** გაყიდვების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა

თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge ან/და შეავსოთ აპლიკაცია http://www.leadercredit.ge  (დასაქმდი ჩვენთან)  არაუგვიანეს 2019 წლის 5 თებერვლისა.    

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე:  http://www.leadercredit.ge  

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო "ლიდერ კრედიტის" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო "ლიდერ კრედიტ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო "ლიდერ კრედიტ"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო "ლიდერ კრედიტ"-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:

თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო "ლიდერ კრედიტ"-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*121).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე