ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლაბორანტი
მომწოდებელი: Geoglobe
გამოქვეყნდა: 8 იან / ბოლო ვადა: 8 თებ
"Geoglobe LLC" აცხადებს ვაკანსიას გეოტექნიკურ ლაბორატორიაში, ლაბორანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ლაბორატორიული ტესტების ჩატარება გეოტექნიკურ (ნიადაგსა და ქანებზე) ნიმუშებზე სხვადასხვა სტანდარტების მიხედვით;
** ნიმუშების მიღება, დამზადება, შენახვა და გატარება;
** ლაბორატორიის დოკუმენტებთან მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამეცნიერო ხარისხი: ბაკალავრი (მაგისტრი/დოქტორი ჩაითვლება უპირატესობად);
** გამოცდილება ნიადაგის ფიზიკურ ან/და მექანიკურ ტესტირებაში;
** ციფრული ლაბორატორიული აღჭურვილობის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების კარგად ფლობა;
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები, კარგი მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება.

თუ თქვენ გაქვთ შესაბამისი სამუშაო ეთიკა, ასევე ზემოთ ჩამოთვლილი ცოდნა და უნარები, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ინგლისურ ან რუსულ ენაზე შემდეგ მისამართზე: anik@geoglobe.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე