რეგიონული მენეჯერი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეგიონული მენეჯერი - გორი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 8 იან / ბოლო ვადა: 22 იან
"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის თანამდებობაზე.

პოზიცია: რეგიონალური მენეჯერი
სამუშაო ადგილი: გორი

ბიზნეს ამოცანა:

კომპანიის მიერ გაწერილი გეგმების შესრულების უზრუნველყოფა რეგიონის ჭრილში და კოორდინირებული, ეფექტური მუშაობა კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;

სამუშაო მოვალეობები:

** რეგიონის მიხედვით განთავსებული ტერმინალების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, ინკასაციის და სერვისის პროცესის მეთვალყურეობა. მასზე მიბარებული მატერიალური ფასეულობების დაცვა, მოვლა და გაფრთხილება;
** შემოსავლის ზრდის თვალსაზრისით ტერმინალის განსათავსებლად ადგილის შერჩევა, გაყიდვების მენეჯერის ინფორმირება, მეიჯარესთან მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება პროცედურის შესაბამისად;
** შესაბამის რეგიონის ქსელში განთავსებული ტერმინალების ელექტრონული ბაზის წარმოება, მისამართების, ტექნიკური პარამეტრების და ყველა სხვა საჭირო ინფორმაციის მითითებით, საჭიროებისამებრ მასში ცვლილებების შეტანა.
** საოპერაციო პროგრამაში მითითებული დავალებების მუდმივი მონიტორინგი რეგიონის მიხედვით;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების (ინკასატორები და სერვისის თანამშრომლების) მუდმივი ზედამხედველობა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის და ვადების მონიტორინგი;
** შერჩევის მეთოდით, რეგიონში არსებული ყველა ტერმინალის, კვარტალში ერთხელ ადგილზე შემოწმება, როგორც ვიზუალურად ასევე ტექნიკურად;
** საჭიროებისამებრ, ტერმინალის გადაადგილება შესაბამისი პროცედურების დაცვით და ტრანსპორტირების უზრუნველყოფით;
** ნაწილების და სახარჯი მასალების საჭირო მარაგის განსაზღვრა ჯგუფების მიხედვით და მათი უზრუნველყოფა პროცედურის შესაბამისად;
** ქსელში ნაწილების შესაბამისი წესით გადაადგილების უზრუნველყოფა, აღრიცხვა და მონიტორინგი;
** გაყიდვების მენეჯერისგან მიღებული დავალების საფუძველზე ტერმინალების განთავსება;
** თანამშრომლებთან დაკავშირებული დოკუმენტების (ხელშეკრულებები, შეთანხმებები დანართები, ანკეტები და ა.შ. ) კოორდინაცია და სათაო ოფისისთვის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობა;
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვადასხვა დავალებების, დროულად და ხარისხიანად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი მენეჯერული გამოცდილება საბანკო/სწრაფი გადახდების სფეროში;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

უნარები:

** გუნდის მართვა;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომპანიის მიმართ ლოიალური;
** გუნდის შეკვრის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

თიბისი ფეი, სს თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიაა 2008 წლიდან, რომელიც ფუნქციონირებს როგორც ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე სწრაფი გადახდების ბაზარზე, როგორც ონლაინ ისე თვითმომსახურების ტერმინალების სერვისების მიმართულებით. ჩვენს გუნდში ვეძებთ ინტერესიან და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხრივ ვუქმნით საუკეთესო სამუშაო გარემოს, რომელიც დაფუძნებულია გუნდურ მუშაობაზე და განვითარებაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები - ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით)

გთხოვთ არაუგვიანეს 22 იანვრისა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - vacancy@tbcpay.ge

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე