მძღოლი - დარიალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლი - დარიალი
მომწოდებელი: დარიალი ენერჯი
გამოქვეყნდა: 8 იან / ბოლო ვადა: 20 იან
სს "დარიალი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილებაში მყოფი დარიალი ჰესის თანამშრომლების მომსახურება, კერძოდ თანამშრომლების ტრანსპორტირება მოთხოვნისამებრ ;
** ჰესის ტერიტორიაზე არსებული გაზონის მოვლა პატრონობა (მორწყვა, გაკრეჭვა)
** 1 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბის დასუფთავება (მხოლოდ ოპერატიული მანქანები მოძრაობენ)
** ავტომობილში ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** ავტომანქანის გამართული ტექნიკურ მდგომარეობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი - 22-დან 45 წლამდე, სქესი - მამრობითი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა B,C კატეგორია.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დარიალი
სამუშაო გრაფიკი: 24 დღე ობიექტზე სრულად (საჭიროებისამებრ 24 საათიანი გრაფიკით მუშაობა)

საცხოვრებელი და კვება უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე e.kikadze@darialienergy.ge არაუგვიანეს 2018 წლის 20 იანვრისა და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე