კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: დემასი
გამოქვეყნდა: 5 იან / ბოლო ვადა: 5 თებ
შპს "დემასი" (კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია) აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ხელფასი: ყოველთვიური საშუალო ანაზღაურება 1200 ლარი, პლუს ჯანმრთელობის დაზღვევა.
სამუშაო ადგილი: 9 მარტის ბაღის მიმდებარე ტერიტორია, გალერეა "დემასი"; დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კმ. სავაჭრო ცენტრი "იდეალი".
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00/18.30-მდე, დასვენების დღე კვირაში ერთი დღე.
სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.
კარიერული ზრდის პერსპექტივა (რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობის შემთხვევაში).
სტაჟირების ვადა: 2 თვე. ანაზღაურება თვეში 200 ლარი.

სამსახურებრივი მოვალეობა: კლიენტების კონსულტაცია პროდუქციის შესახებ და სარეალიზაციო დოკუმენტაციის გაფორმება საგამოფენო დარბაზში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ბაკალავრის ხარისხი) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
** პიროვნული თვისებები; კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნება, ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი. დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
** განიხილება მამაკაცების კანდიდატურა, 21-დან 30 წლის ჩათვლით.

რეზიუმე სურათით (სავალდებულოა ქართულ ენაზე) გამოგზავნეთ ელფოსტაზე: salevacancy@demasi.ge

ვებ გვერდი: www.demasi.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე